მთავარი პროდუქცია ჩვენს შესახებ კონტაქტი


© 2016 PARKEBI.GE
ყველა უფლება დაცულია.

ჩვენს შესახებ

შპს ,,კირიბი” კეთილსინდისიერად მოგემსახურებათ და მოგაწვდით ხარისხიან პროდუქციას.

ჩვენი პროდუქციის ჩამონათვალშია უამრავი სახეობის  – საყოფაცხოვრებო, ბრენდირებული, ნაგვის პარკები (ტომრები) და მრავალი სხვა…

ჩვენი საქმიანი პარტნიორია შპს ,,ჯორჯიან პოლიმერი”. საწარმოს პროფილი მაღალხარისხიანი პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის პარკების წარმოებაა.

თქვენი სურვილის შესაბამისად შესაძლებელია ე.წ. ბრენდირებული ანუ სარეკლამო პარკების წარმოებაც (პარკზე დატანილი იქნება თქვენი კომპანიის ლოგო , წარწერა ან ნახატი).

შპს ,,კირიბი” ახდენს იმპორტირებას იმ პროდუქციისა, რომლის წარმოებაც საქართველოში არ ხდება, რათა მოხდეს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილების დაკმაყოფილება.


ვრცლად ჩვენს შესახებ:

12 წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ ჩვენ  შპს ,,კირიბი”-ს დამფუძნებლებმა ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად მოვახერხეთ მიგვეღწია სტაბილურობისათვის საქართველოს ბაზარზე.    კერძოდ მოხერხდა იმპორტირებული პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის ნაწარმით ბაზრის მოთხოვნის ნაწილობრივი დაკმაყოფილება, რაც საკმაოდ შრომატევად საქმეს წარმოადგენდა.

2009 წლიდან ჩვენს მოღვაწეობაში მეორე და უფრო რთული პერიოდი დაიწყო, შესაძლებელი გახდა ადგილობრივ წარმოებაზე გვეფიქრა. პარტნიორებთან ერთად ერთიანი ძალისხმევით შევძელით და მოვახერხეთ საწარმოს შექმნა და ამუშავება. ეს საწარმოა –  ,,ჯორჯიან პოლიმერი” – პროდუქციის ხარისხზე ორიენტირებული   საწარმო .  იმპორტირებული პროდუქცია ეტაპოვრივად ჩვენს მიერ წარმოებული – უკეთესი ხარისხის საქონლით ჩავანაცვლეთ.  საჭირო ბალანსიც დამყარდა და ამ ყველაფერმა ნაყოფიც გამოიღო. 20 წლიანი შრომის შემდეგ 2014  – 2016 წლებში ჩვენი  და ჩვენი პარტნიორების ორგანიზაციები ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მედლებით არაერთხელ იქნა დაჯილდოვებული საქართველოში საუკეთესო იმპორტიორ და ადგილობრივ საწარმოთა შორის.

ჩვენ მზად ვართ კეთილსინდისიერად გემსახუროთ და მოგაწოდოთ ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქცია.


პატივისცემით შპს ,,კირიბი”-ს ადმინისტრაცია